რასაც ვხედავთ არის ის, რომ ჩვენი ინვესტიციები საქართველოში აძლიერებს მედეგობას. ჩვენ ასევე გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რთულ დროს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„მინდა, ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ჩვენს ძალისხმევას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, საიდანაც ხდება დაახლოებით 60 მილიონი ევროს გამოყოფა თქვენი ჯარის მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. როგორც ხედავთ, ეს იქნება საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, მოუთმენლად ველოდები ძალიან საინტერესო მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან“, – განაცხადა ბორელმა.