საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა. ბორელმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა

"მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტისა და თეატრის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვები დაღუპვა და მრავალი ადამიანის დაშავება“, – წერს ბორელი.