„რუსეთის მხრიდან აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების დაწყება, არის პროვოკაცია. ქართული მხარე კი პროვოკაციას არ წამოეგება“, - ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან არცერთ დონეზე და არცერთ ეტაპზე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება ყოფილა.
„რაც შეეხება რუსეთის ქმედებას, ეს არის საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაზე პასუხი. საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა უპრეცედენტო მხარდაჭერაა. ასევე საქართველოში იგეგმება წვრთინასა და შეფასების ცენტრის გახსნა. ნატოს ასეთი ცენტრი არცერთ ასპირანტ ქვეყანასთან არ აქვს. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართველი სამხედროები სრულ თავსებადობაში არიან ნატოს სამხედროებთან და შეუძლიათ სხვების გაწვრთნაში მიიღონ მონაწილეობა. აი, ეს არის საქრთველოს პასუხი რუსი ოკუპანტის ქმედებაზე, რკინიგზის აღდგენაზე, მცოცავ ოკუპაციასა და ჩვენი მოქალეების გატაცებაზე. ქართული მხარე პროვოკაციას არ წამოეგება.
საქართველოში ვიზიტის დროს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის ფაქტს ხაზგასმით დაარქვა სახელი და პროვოკაცია უწოდა.
საუბრობენ, რომ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე საუბარი, სერჟ სარქსიანის საქართველოში ვიზიტის დროს, დახურულ კარს მიღმა შედგა. რაზეც სომხური მედია აქტიურად წერდა. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?
მე ვესწრებოდი გაფართოებულ შეხვედრას როგორც ერევანში საქარველოს პრეზიდენტის ვიზიტისას, ასევე საქართველოში სომხეთი პრეზიდენტის ვიზიტისას. ფაქტია, ერთი-ერთზე შეხვედრას მხოლოდ პერეზიდენტები ესწრებიან.
არცერთ ჯერზე არც ერევანში და არც თბილისში მსგავსი საკითხი პრეზიდენტ სარქსიანს არ წამოუწევია", - განაცხადა იმერლიშვილმა.