საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ აქციის გასამართად 26 მაისი იმიტომ შეარჩია, რომ უნდათ, თავიანთ პატრონებს თავი მოაწონონ, თითქოს შეკრებილი ხალხი მათი მხარდამჭერია.
მისი თქმით, უკეთესი იქნება, ახალგაზრდებმა ოპოზიციას თავი არ გამოაყენებინონ.
„რადიკალები ამბობდნენ, 4 ოქტომბერს ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთო. ბოლოს ოთხი კაცი აღმოჩნდა. დანარჩენები ჩირგვებში შეძვრნენ. 26 მაისი იმიტომ შეარჩიეს, რომ ეს არის დამოუკიდებლობის დღე, სადაც დედაქალაქში საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოდის და ბევრი ხალხი იქნება, რათა ერთად ვიზეიმოთ. უნდათ, თავიანთ პატრონებს თავი მოაწონონ, რომ ეს ხალხი თურმე მათი მხარდამჭერია. 29 მაისს ან 24 მაისს ჩაატარონ. აქამდე რაც ჩაატარეს, რა შედეგი მიიღეს? ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ, რადგან უსამშობლოები მათ გზაში მიატოვებენ. შეკრება შეუძლიათ. როგორც შეიკრიბებიან, სჯობს, მშვიდობიანად დაიშალონ, რადგან კანონი თანასწორია და ყველას მიმართ თანაბრად რეაგირებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.








