დასავლეთში შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, თუმცა ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დაასახელებენ, სადაც ისეთი მედიამრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, საინტერესოა რატომ არიან შეშფოთებულები. ევროპის ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ ფაქტობრივად, სადაც ისეთი მედია მრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია. ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს. განაცხადი უნდა შეიტანოთ, შეიძინოთ სიხშირე და შეგიძლიათ უკვე მაუწყებლობა დაიწყოთ. დანარჩენი თქვენს ჟურნალისტურ და მატერიალურ რესურსებზეა დამოკიდებული. ასეთი რამე ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც ერთ ქვეყანაში არ არის ის მედია მრავალფეროვნება, როგორც საქართველოშია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.







