იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას გამოჩნდება ვის სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ვის არ აქვს ამის სურვილი. ვინც ჩააგდებს კანდიდატებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სურვილი საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იუსტიციის საბჭოს წევრობაზე ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატურებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არიან კომპეტენტურები, კეთილსინდისიერები, მიუკერძოებლები. ოპოზიციას შევთავაზეთ მარტივად, რომ მხარი დაუჭირონ იმ კანდიდატებს, რომლებიც მათთვის არიან მისაღები. სხვა შანსს ჩვენ ვერ ვხედავთ. აქ გამოჩნდება ვის სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ვის არ აქვს ამის სურვილი. ვინც ჩააგდებს კანდიდატებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სურვილი საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.