ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია საბჭოური მეთოდები და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არამარტო სიყალბე და სიცრუეა, ეს არის ჩვეულებრივი ცრუპენტელობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა, არამარტო მატყუარა. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები. ჩამოიყვანე „ფორდი“ ან „კრაისლერი“ და გიმტკიცებენ, რომ ეს არის „მოსკვიჩი“ ან „ჟიგული“ - ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე. ეს ხომ ტყუილიც არ არის. რა შეიძლება ამას დაარქვა? არის 2 კანონი. ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც ამტკიცებდნენ, რომ რუსულიაო. ერთადერთი, რაც ჩანაცვლებულია, ისაა, რომ აშშ-ს ნაცვლად საქართველო წერია“, - განაცხადა კობახიძემ.