მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ, მედვედევის და „ნაციონალურო მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ეხება „რიანოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომ საქართველოს ხელისუფლება შორდება დასავლეთს, ასევე, მედვედევი ომის დაწყებაში გვადანაშაულებს“.
კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მისამართით უნდა დაისვას კითხვა, რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.
„ნამდვილად არ ვეცნობი ხოლმე „რიანოვოსტის“ სტატიებს. ეს ინტერესი არ მაქვს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეეხება მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მე შეგახსნებთ, რომ რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ ამ შემთხვევაში მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.