პრემიერი რამდენჯერაც მოვიდა პარლამენტში, იმდენჯერ მოიგო დებატები ათით ნული. ეს არის რეალობა, ფაქტი. ამიტომ ინტერპელაციაზეც კი აღარ ითხოვენ ხოლმე პრემიერის მოსვლას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იმდენად დამარცხდა ოპოზიცია ყოველ ჯერზე, ათით ნულით, ასით ნულითაც კი, რომ ინტერპელაციაზეც კი აღარ ეძახიან. ანუ, საკუთარი ფიასკო აღიარეს. შესაბამისად, პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული ანგარიშით დასრულდება, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში. ბუნებრივია, ამას იხილავს საზოგადოება. მიზანი არის წლიური ანგარიშის ჩაბარება. რაც მოხდა გასული წლის განმავლობაში, ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი, ყველაფერთან დაკავშირებით იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია. ესაა ყოველწლიური ანგარიშის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს მოუსმენენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.