Eagle Hills-ის პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

„პროექტის გარშემო სამწუხაროდ გვესმის ხოლმე სპეკულაციები და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar პროექტის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.