ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მან დამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა და აქვს შანსი, რომ ოცეულში დაიმკვიდროს ადგილი. „გუშინდელი დღე იყო უბედნიერესი თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის. ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ვუსურვებ ასეთივე წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა. მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგო. განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, რომელსაც იღბალი დააკლდა წინა ოლიმპიადაზე და ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო“, - განაცხადა პრემიერმა.