თბილისში პოლიტიკური განხილვის თემაა ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადება, ტვირთების ტრანსპორტირებასა და სატრანზიტო გზებთან დაკავშირებით.  მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას არ კარგავს და ოპოზიციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების არასწორ გავრცელებასა და ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ სამომავლოდ ძირითადი სატრანზიტო დერეფანი საქართველოს ნაცვლად სომხეთზე გაივლის.

"ვერაფერს აკეთებენ, მათ შორის, კავკასიაში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა აშკარად უარესდება და ამის არაერთი გამოხატულება ყოფილა. ამიტომაც საჭიროა ამ რეჟიმის ცვლილება იმისთვისაც, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური კუთხით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის იზოლირება", - აცხადებს პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.