"თავისუფალი საქართველოს" ლიდერს, კახა კუკავას "პატიროტთა ალიანსის" ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" განაცხადა.
"იქ სადაც სააკაშვილ-ბოკერია და მათი პარტიებია, ჩვენ არასდროს ვიქნებით. ჩვენ, ამერიკისა და  ევროკავშირის ელჩის ინიციატივით შემდგარ შეხვედრაზე ვიყავით, რომელიც არ იყო სააკაშვილ-ბოკერიას ინიცირებული შეხვედრა. იქ ვიყავი, როგრც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ლიდერი და არა როგორც იმ გაერთიანებული 30 თუ 32 პარტიის წარმომადგენელი. მკაფიოდ ვამბობ, ჩვენ არასდროს დავდგებით იქ, სადაც სააკაშვილ - ბოკერიების პარტიებია. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებს მხრიდან, დღეს ვხედავ მცდელობას მიგვაკერონ იმ პლიტიკურ გაერთიანებას, სადაც 30 თუ 32 პარტიაა. თუმცა, თუ გავა ამ პარტიების მიერ ინიცირებული საკანონმდებელო წინადადება, კენჭისყრაზე და კომიტეტებზე, ამ პროცესს ხელს არ შევუშლით. მაგრამ, ამ 30 თუ 32 პარტიის მოქმედებებმა მთელი რიგი ნიუანსები გვაჩვენა. ჩვენ ვთქვით, სადაც დგას სააკაშვილ- ბოკერია, არ შეიძლება დადგე იქ, იმიტომ, რომ ბოროტ ძალასთან ერთად, სამართლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია. მე, ირმა ინაშვილი, არასდროს არ ვყოფილვარ იმ მაგიდასთან, სადა ეს 30-32 პარტიაა და არ ვიქნები! კახა კუკავასაც ვპასუხობ, რომელიც  ამ დღეების მანძილზე გამოდის და მუდმივად ცდილობს მიმაკეროს ამ 30 პარტიის ერთობას. ბატონი კუკავაც არის სააკაშვილ-ბოკერიების გეგმის ნაწილი და მათი" შნირი", ცრუპენტელა და მატყუარა. მცდელობა აქვს "მთავარ არხს", კახა კუკავას, სააკაშვილ- ბოკერიებს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მიაკერონ მათ საერთო კონტექსტს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.