საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხისთვის გასაგებია, რომ მათი ხელისუფლება ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ მიცურავს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვერ წარმომიდგენია „ქართული ოცნების“ რეაბილიტაცია. შეიძლება რაღაცა პერიოდი რაღაც გამოუვიდეთ, ისარგებლონ ოპოზიციის შეცდომებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ ქართველი ხალხისთვის გასაგებია, რომ მათი ხელისუფლება ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ მიცურავს და რაღაცებს იგონებს იმისთვის, რომ საკუთარი ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ ცურვა ახსნას“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.