ნაცმოძრაობის წევრებისთვის ვეძებ საფუძველს ვთქვა, რომ „ქართულ ცნებას“ გულწრფელად ებრძვიან - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე ვეძებ საფუძველს, ჩემი კოლეგებისთვის, ნაცმოძრაობის წევრებისთვის, ვთქვა, რომ ისინი გულწრფელად ებრძვიან „ქართულ ცნებას“, მაგრამ როდესაც ვხედავ. ნაბიჯები როგორ იდგმევა ფიზიკურად, მგონია რომ ეს შეგნებული... აქამდე ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც თვალსაზრისით იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ გადადგმული ნაბიჯები და რაღაც თვალსაზრისით ეს იყო ამის საპირწონედ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადი ხდება, რომ კეზერაშვილი ამ საქმიანობას ვერ განახორციელებდა „ქართული ოცნების“ გარეშე, ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რაზე შეიძლებოდა ეს ხალხი შეთანხმებულიყო - მოდი სინქრონიზებულად ისევ ვითანამშრომლოთ და შენი იყოს სულ მთავარი ოპოზიცია, მე ამაში დაგეხმარები და შენ დამეხმარე იმაში, რომ ხელისუფლება არ დავკარგო“- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.