„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რითაც შეუძლია ყველაფრით გვეხმარება - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველაფერი ჰქონდეს - ფული, ძალაუფლება, დასავლეთი სერიოზულად გიყურებდეს, ოპოზიცია გყავდეს მძიმე მდგომარეობაში და ამ დროს შენ თვითონ აკეთებ იმას, რომ ქართველი კაცისთვის ყველაზე მძიმე რაღაცას იტენი - პრორუსობას, თან მარტო შენ კი არ იტენი, მთელ შენ შემადგენლობას ტენი, რომ კაცი არ დარჩეს, რომელსაც ამას ვერ ეტყვი იმიტომ, რომ მთელი პარლამენტი უნდა გარიო ამაში. თუნდაც „უცნობის“ აქცია, ესეც ხომ ოპოზიციის დახმარებაა. ზოგადად, რასაც ახლა ქოცები აკეთებენ, მართლა ეს არის ოპოზიციის დახმარება, რომ ჩვენ მედია საშუალებებთან ერთად რაღაც თვალსაზრისით, აი ამას ვხედავდეთ, მოსახლეობას ვაჩვენებდეთ და მათგან ვიღებდეთ მხარდაჭერას. მაგრამ მთავარი პრობლემა სინამდვილეში ხომ ჩვენკენ არის. „ქართული ოცნება“ რითაც შეუძლია ყველაფრით გვეხმარება, მეტი როგორ უნდა დაგვეხმაროს, რანაირად შეიძლება საკუთარი თავი გაინადგუროს ამაზე სწრაფად“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.