"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განმარტებით, ყველასთვის ცხადია, რომ საქართველო პრორუსული ვერ გახდება, მაგრამ პროცესების მშვიდობიანად დასამთავრებლად მნიშვნელოვანია, ერთპიროვნული მმართველობის მექანიზმის ხელშემწყობი ფაქტორები მოიშალოს.
"ახლა, უკვე ყველასთვის ცხადი გახდა,რომ ამ ქვეყნისგან არ გამოვა პრორუსული ქვეყანა, მე მგონი პრორუსებს უკან დახევა მოუწევთ, იმ ხალხსაც, ვინც ფეიკრუსობაზე თანხმობა განაცხადა, რაღაც თვალსაზრისით გაწევა მოუწევთ, მაგრამ მანამდე საჭიროა პროცესების მშვიდად ჩამთავრება. ამ პროცესების მშვიდად დასამთავრებლად ერთპიროვნულ მმართველობას ხელს რაც უწყობს, ის უნდა შევცვალოთ, თორემ ჩვენ ხელისუფლება ოთხჯერ ავირჩიეთ და მაინც ერთპიროვნული მმართველები მოდიან, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში".