პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ვალერი გელაშვილის საქმის განხილვისას ელჩებს მიმართა. 

„ფაქტები რაზეც თქვენ კომისიის სხდომაზე საუბრობთ დადასტურებულია სასამართლოს მიერ და ეჭვი, რომ ბიზნეს გარჩევას ჰქონდა ადგილი უარყოფილია. ბიზნეს გარჩევის დროს არავის არ აინტერესებს

პრეზიდენტს ბიზნესპარტნიორმა რა უთხრა და შესაბამისად კონდახს სახეში არ ურტყამენ“- დეპუტატმა ვალერი გელაშვილის მონათხრობი შეაჯამა და აღნიშნა, რომ დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანგარიშსწორებას.

„თქვენ თქვით, რომ თქვენზე განხორციელებული თავდასხმის დროს ერთ-ერთმა ნიღბიანმა გითხრათ, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვეღარ ისაუბრებო და კონდახი ჩაგარტყათ სახეში. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ფაქტები რაზეც თქვენ კომისიის სხდომაზე საუბრობთ დადასტურებულია სასამართლოს მიერ და ეჭვი, რომ ბიზნეს გარჩევას ჰქონდა ადგილი უარყოფილია. ბიზნეს გარჩევის დროს არავის არ აინტერესებს

პრეზიდენტს ბიზნესპარტნიორმა რა უთხრა და შესაბამისად კონდახს სახეში არ ურტყამენ. თქვენი მონაყოლიდან და იმ პიროვნების სიტყვების გათვალისწინებით, რომელმაც გითხრათ, რომ პრეზიდენტზე ვეღარაფერს ვეღარ იტყვიო კეთდება დასკვნა, რომ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანგარიშსწორებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, რომლებიც სამწუხაროდ არ კადრულობენ, რომ საქართველოს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხი გასცენ. „ევროპული ღირებულების“ მქონე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვენი საქმით საზოგადოებას ანახა, რომ უბრალო მოქალაქე კი არა, ბიზნესმენი და ცნობილი ადამიანიც კი რომ იყოს, სააკაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში აღმოჩნდებოდა თქვენ სიტუაციაში. ახლა ვეკითხები ელჩებს - ვალერი გელაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას? მან თავისი დამოკიდებულება გამოხატა პრეზიდენტის მიმართ? დღეს შეურაცხყოფა, ბულინგი, ქუჩაში დახვედრებია პრემიერ-მინისტრით დაწყებული, მინისტრებითა და მათ ოჯახის წევრებით დამთავრებული ყველაზე და ზოგიერთი ქვეყნების ელჩი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ელჩი, ამ ყველაფერს ნათლავს გამოხატვის თავისუფლებად. ვალერი გელაშვილის ამბავი არის მორიგი დადასტურება იმისა, თუ როგორ მართავდა სახელმწიფოს, ელჩების მიერ მონათლული „ევროპული ღირებულების“ „ნაცმოძრაობა“ და დღეს ვითომ ოპოზიციაში მყოფი, როგორ უშლის ხელს სახელმწიფოს განვითარებაში,“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.