თავად დასუსტებული სააკაშვილი რომ ამბობს, ოპოზიცია სუსტიაო, ეს უკვე აჩვენებს, რა დღეშია რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თქმით, ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი პრაქტიკულად განადგურებულია.
„მათი ბელადიც კი მათ სისუსტეზე ლაპარაკობს. კარგი არ არის, როცა ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი პრაქტიკულად განადგურებულია, მაგრამ ქართველი ხალხი სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის მხარდაჭერას არავის აპატიებს. მათი ყოფილი და ამჟამინდელი ბელადი ოპოზიციის სისუსტეზე ალაპარაკდა მაშინ, როცა არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.