საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხაელ როთი არის სიმბოლო ოპოზიციის, რომელიც ეთანხმება მის ეკლესიის და სახელმწიფოს მაგინებელ სიტყვებს.
„მიხაელ როთი არის სიმბოლო ოპოზიციის, რომელიც ეთანხმება მის ეკლესიის და სახელმწიფოს მაგინებელ სიტყვებს. რა შეხვედრაზეა საუბარი, საუბარი იმაზეა, რომ რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და მეტად შეახსენებს თავს ქართველ ხალხს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. ოპოზიცია ეთანხმება მიხაელ როთს, რომელიც არის ლგბტ დროშით და ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ეროვნული დროშით ხელში წინასაარჩევნო კამპანიის დროს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.