პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ არც საქართველოში და არც უცხოეთში.
„არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ჟამის განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ, ეს ადამიანი აგონიაშია. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სიზმარი დაესიზმრა, შემდეგ წამოდგა და გააგრძელა, რომ ვიღაც რაღაცას ებრძვის, ვიღაცა რუსეთში შედის. ეს მისმა პატრონებმა, უცხოელებმა ან დაასიზმრეს, ან დაესიზმრა. არ მგონია, რომ მის განცხადებებს ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.