„რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებაა და საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება, შუამავლის როლის შესრულება ჩვენ მოგვიწიოს. იქნებ ეს ხალხი შევარიგოთ, ერთმანეთი არ დახოცონ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

" რამენაირად უნდა მორიგდნენ, არჩევნებში ვიღაც მონაწილეობას მიიღებს და ვიღაც – არა. მეგობრებო, ერთმანეთი არ დახოცოთ, შეგვიძლია, შუამდგომლობა გაგიწიოთ, როგორმე შეთანხმდეთ.

საზოგადოება მშვიდობას და თანასწორობას ემხრობა, რაც მოცემულობაა და რაც არ უნდა ამოხტნენ "ტუფლებიდან", ამას ვერ შეცვლიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.