ვხედავთ, რომ საელჩოები, მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე, როცა მათი ძირითადი მიზანი გამჭვირვალე ხდება, რომ აქ „ენჯეოები“ სახელმწიფოს წინააღმდეგ დააფინანსონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დიდი ბრიტანეთის ელჩი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, პასუხსაც კი ვერ სცემს კითხვებს, რომლებიც დასმულია საქართველოს პარლამენტის მხრიდან.
„ელჩი იძულებული გახდა, ასეთი გრანტების გაცემა შეეჩერებინა. ყველას ასე მოუვა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ პროცესების დაფინანსებას მოინდომებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.