ხელისუფლებას მცდელობები აქვს, რომ დიდგორი ივანიშვილმა მოიგო და არა აღმაშენებელმა, უკვე რუსულ პროპაგანდასაც გადაასწრეს ილუზიებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ამ ხელისუფლებას მცდელობები აქვს, რომ დიდგორი ბიძინა ივანიშვილმა მოიგო და არა დავით აღმაშენებელმა. პროპაგანდა აბსოლუტურ სიცრუეზეა აწყობილი, მგონი რუსულ პროპაგანდასაც გადაასწრეს უკვე თავის ილუზიებში. ამიტომ, ხელისუფლება რას იზას არაა საინტერესო. პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ანტიპროპაგანდა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.