საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის ხის თავიანი,  მალე ყლორტები გამოუვა თავზე და გამწვანდება - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-ს პარტიული სიით, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

"ღარიბაშვილი არის ერთი ხის თავიანი კაცი. სანამ მაგი გონებაზე მოვა, მანამდე შეიცვლება ყველაფერი.

ღარიბაშვილმა რა უნდა გაიგოს იქ, მიუნხენში რა ხდებოდა. ბიძინას ხელის ბიჭმა და ფოსტალიონმა რა უნდა გაიგოს, "შლოპანცებით(რუს)"(ზღვის ჩუსტები) რომ დაჰქონდა მისი წერილები აღმა-დაღმა.  ჯერ ბიძინამ რა იცის და მერე ღარიბაშვილმა. შეხედე აგერ, ხის თავიანი ზის, მალე ყლორტები გამოუვა თავზე. გამწვანდება მალე. კლასიკური მოღალატეა, კახაბერ ყორღანაშვილი. რა უნდა გაეგო იქ, დადიოდა და ბუზებს ითვლიდა ჭერზე" - განაცხადა გუბაზ სანიკიძე "კავკასიის" ეთერში.