გრიგოლ ვაშაძე: თითქმის შიშველი ხელებით 900 000-მდე ხმა წავგლიჯეთ ამ ე.წ. ხელისუფლებას

1552827879
"თითქმის შიშველი ხელებით 900 000-მდე ხმა წავგლიჯეთ ამ ე.წ. ხელისუფლებას და ნახეთ რას ვუზამთ მაგათ საპარლამენტო არჩევნების დროს",-ამის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, “ახალი საქართველოს“ ყრილობის მიმდინარეობისას განაცხადა.
"დავამსხვრიეთ მითი, რომ ოპოზიცია მთლიანად, რაღაც სექტაა, რომელიც რაღაც ხმებს ვერ გაცდება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ერთ კაციანი ვითომ პარტიები არიან მიკედლებუყლი “ნაცმოძრაობას” ყველას ვაჩვენეთ როგორი არის გაერთიანებული ოპოზიცია. როგორი არის გაერთიანებული ოპოზიცია და რა მძლავრი ძალა ვართ. თითქმის შიშველი ხელებით 900 000-მდე ხმა წავგლიჯეთ ამ ე.წ. ხელისუფლებას და ნახეთ რას ვუზამთ მაგათ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც არ უნდა იყოს ეს საპარლამენტო არჩევნები“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.