პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ რუსების მიერ სოხუმის აეროპორტის აღდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და აშკარა ხელყოფა
„თბილისში არსებული რუსული ხელისუფლების წყალობით და დამსახურებით, ოკუპანტი ყველა ზღვარს გადადის. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი მკაფიო და აშკარა ხელყოფა. ამავე დროს, ის არის საფრთხეების შემცველი, შავი ზღვის აუზში რუსეთის გაძლიერების, ოჩამჩირის ბაზის ლოჯისტიკურად გაძლიერების და რუსეთის გავლენის საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერების კუთხით“, - აღნიშნა გეგელიამ.