„ქართული ოცნების“ მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის“ ბუად გამოყენება ფარსია და აღარავინ ყიდულობს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„12 წელი სუს-ი პროკურატურა, სასამართლო, ტოტალურად მათი არ იყო? ვინმეს სჯერა, სრულ ჭკუაზე მყოფს, რომ ახლა ვინმეს გაასამართლებს, რომელსაც მაშინდელი ნახევარი „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ რიგებში ჰყავს, თავისი მდინარაძიან - თალაკვაძიანად. 

ეს ხო ფარსია, აღარავინ აღარ ყიდულობს, „ნაცების“ ბუად გამოყენება, შეუძლიათ ეს ტაქტიკა ისევ სცადონ, მაგრამ მე გეუბნებით, ისინი მარცხდებიან, რადგან ეს ხალხს არ აინტერესებს, აღარ უნდა წარსულის ფორმები და რუსები, ხალხს უნდა განახლება“,- განაცხადა გეგელიამ “ტვ პირველის “ ეთერში.