საქართველოსთვის, რომელმაც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი საგანძური შემოუნახა, იუნესკო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ხალედ ელ-ენანს საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის, კაიროს ეგვიპტური მუზეუმისა და ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა საქმეთა მინისტრის რანგში, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.
ხალედ ელ-ენანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეგვიპტის მუზეუმებს შორის მემორანდუმის გაფორმებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის, კონსერვაცია-რესტავრაციის, განათლებისა და არქეოლოგიის მიმართულებით ერთობლივ პროგრამებს ითვალისწინებდა.
გვჯერა, რომ იუნესკო-ს გენერალურ დირექტორად ხალედ ელ-ენანის არჩევა საქართველოსა და იუნესკო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას შექმნის.









