„ქართული ოცნება“ არის ლავროვის, პუტინის, მედვედევის, რუსეთის მსახური. რუს კრიმინალებთან არაფერი საერთო არ გააჩნია სუფთა წარსულის მქონე, პატრიოტულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის „ლელო - საქართველოსთვის“,- ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ქართულ ოცნებასთან“ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, რა საკვირველია, არის აბსოლუტურად გამორიცხული. „ქართული ოცნება“ არის ლავროვის, პუტინის, მედვედევის, რუსეთის მსახური. კრიმინალებთან თანამშრომლობა არის წარმოუდგენელი. რუს კრიმინალებთან არაფერი საერთო არ გააჩნია სუფთა წარსულის მქონე, პატრიოტულ პოლიტიკურ ძალას, როგორიც არის „ლელო - საქართველოსთვის“, ახალი ლიდერებით, ახალგაზრდა ენერგიით, მაგარი პროგრამით, მაგარი კომპეტენციით, ძალიან მაგარი თავმჯდომარით, რომელსაც, როგორც  კერძო პირს, 20 ათასი კაცი ჰყავს დასაქმებული და ძლიერი ბრენდები აქვს შექმნილი“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში გრიგოლ გეგელიამ.