ეროვნულმა ბანკმა აპრილის თვეში 322 მილიონი დოლარი შეისყიდა, წლის პირველ ოთხ თვეში კი 782 მილიონი დოლარი - მოდის და მოდის თქეში რუსეთიდან - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საოცარი რამ ხდება. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ აპრილის თვეში 322 მილიონი დოლარი შეისყიდა, წლის პირველ ოთხ თვეში კი 782 მილიონი დოლარი. მოდის და მოდის თქეში რუსეთიდან, ძირითადად აქ გადმოსახლებული რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე. 
თუ რა არის ამ მოვლენაში დადებითი და უარყოფითი, ამის შესახებ დავწერე წერილი ერთი თვის წინ. ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ვინაიდან მილიონობით ადამიანს ეხება. ეს იმითაც მტკიცდება, რომ წერილს 10 000 ნახვა აქვს, როცა ჩემს სხვა სტატიებს ხანდახან ათასიც კი ვერ მოუგროვებია“,- წერს რომან გოცირიძე.