მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარხი, ახლა რამ გააოლიგარხა?! რა განსხვავებაა, იმ წელსა და ამ წელს შორის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს?!, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი პრეზიდენტის განცხადებაზე გააკეთა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „სამწუხაროდ, როგორი მართმადიანიცაა, ისეთივე პოლიტიკოსი აღმოჩნდა“.

„ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იყო, რადგან არც ჩვენ ვართ გულმავიწყი და არც ქართველი ამომრჩეველი და საერთოდ, არც - მსოფლიო, რომ არ ახსოვდეს, რა გზით მივიდა იმ სავარძლამდე, სადაც თავად ზის. ყველას ახსოვს ის, პლაკატები, მხარდაჭერა. მე კი არ მახსოვს, მე მაგის მონაწილე ვარ - პირდაპირ, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. მთელი საქართველო მოვიარეთ მაშინ. პირველი ტურის შედეგიც გვახსოვს და შემდეგიც.

მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარხი, ახლა რამ გააოლიგარხა?! რა განსხვავებაა, იმ წელსა და ამ წელს შორის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს?! ყველამ კარგად ვიცით, ვინც გათვითცნობიერებულია ამ საქმეში, რომ არანაირი კავშირი არ აქვს დღეს არა მარტო პოლიტიკასთან, არამედ პოლიტიკოსებთან და ძალიან ბევრ ადამიანთან, ვისთანაც აქამდე კავშირი ჰქონდა. ძალიან ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს“, - განაცხადა გოგა  ხაინდრავამ.