ჯერ ერთი, განსაზღვრავს, უკაცრავად და მეორე, ეს არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანია გამოეხმაურა სააკაშვილზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
„ასე იოლად არ არის ეს ყველაფერი. აი, ბატონი იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად აანონსებს სიკვდილს“, – თქვა გიული ალასანიამ.