"რომ შეხვიდეთ ნახავთ რომ არის ადამიანი შავი...აღარ არის ადამიანი. მედიკოსები იძახიან, რომ საკმარის კალორიებს არ იღებს, მაგრამ იმ კალორიებს ვერ იღებს... განცხადებით გამობრძანდა ქალბატონი ზახაროვა. პირდაპირ თქვა რისთვისაც არის ეს ადამიანი აქ." 

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს "ვივამედის" კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მარია ზახაროვა: სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა, ბაიდენისა და ზელენსკის კადრების ხილვისას არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი