ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა.
„იმდენად ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება ამ მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ ვურჩევდი ჩემ თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, საერთოდ თავი დაანებონ განცხადებების გაკეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს მედიკამენტი. მკურნალობის პროტოკოლის გარეშე ადამიანის მკურნალობა არ შეიძლება. შექმნილ ვითარებაში დიდი უზნეობაა, როდესაც განცხადებებს აკეთებ პოლიტიკური ტრიბუნიდან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.