ვაპირებ მოვინახულო სააკაშვილი და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნევო, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ვფიქრობ, ამის უნარი შემწევს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. 

„ვაპირებ უბრალოდ შევხვდე და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნევო, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ვფიქრობ, ამის უნარი შემწევს. ცოტა მოვაძლიეროთ ფსიქოლოგიურად, რადგან ასეთ სიტუაციაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია და განვაწყოთ ბრძოლისთვის. ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. თუ ახლა ეთერში გვიყურებს, ვეუბნები, რომ მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლის ჟინი, რომელიც გქონდა, ის უნდა გამოიჩინო ისევ“, - მიმართა ვაშაძემ სააკაშვილს.