„ქართული ოცნება“ არის ტროას ცხენი, რომელიც რუსეთმა შემოაგორა - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„პირდაპირ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ არის ტროას ცხენი, რომელიც საქართველოს ყველაზე მედასავლეთე და ცივილურად განწყობილ სახელმწიფოს და ხალხს ამ რეგიონში შემოუგზავნა რუსეთმა.დიახ, ტროას ცხენია, რომელიც შემოაგორეს, ახლა ეს ტროას ცხენი უნდათ, რომ ევროპაში შეაგორონ. ამაშია ახლა საქმე. ვფიქრობ, რომ ამას ევროპელები მიხვდნენ, ბევრი, უსიტყვოდ დამთავრებული შეხვედრები, ამის ნათელი მაჩვენებელია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.