ცოტა მეუცნაურა, პრეზიდენტმა რატომ გვამცნო ოკუპანტების წასვლა ქვეყნიდან. კაცმა არ იცის, მართლა წავიდნენ თუ არა, მაგრამ სიმართლე არ დაიმალება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ძალიან კარგია, ტაშფანდურისთვის ჩამოსული ოკუპანტები თუ წავიდნენ ქვეყნიდან. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეუცნაურა, პრეზიდენტმა რატომ გვამცნო მათი წასვლა. მეუცნაურა კი არა და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, რომ სალომე ზურაბსვილი და „ქართული ოცნება“ ერთი და იგივეა. კაცმა არ იცის, მართლა წავიდნენ თუ არა, მაგრამ სიმართლე არ დაიმალება. მთავარი ის არის, რომ კარგია რომ ლავროვის ოჯახმა გაიგო აქ ტაშფანდურითვის და ყანწით ღვინების სმისვის ვერ ივლის ვერასოდეს ოკუპანტი. არ გვინდა ჩვენ ოკუპანტები. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრს ვუთხარი პარლამენტში, ნებისმიერი რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი თუ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ შემოუშვათ ქვეყანაში. ამის გაკეთებაც არ უნდათ იმიტომ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომელმაც საგარეო ვექტორი უკვე ღიად და დაუფარავად იცვალა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან - ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს.