ჩვენთან ქოცებმა ყველაფრის პროფანაცია, გაუფასურება, პროვინციალიზაცია მოახდინეს. არ ვსაუბრობთ იმ დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებზე, რომელიც ხდება დღეს ჩვენს გარშემო - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ევროკავშირმა სპეციალური თანამშრომლობის მექანიზმი შექმნა ყაზახეთთან. ეს არის უპრეცედენტო მაგალითი და სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოში არ ვიხილავთ. ჩვენთან ქოცებმა ხომ ყველაფრის პროფანაცია, გაუფასურება, პროვინციალიზაცია მოახდინეს. არ ვსაუბრობთ იმ დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებზე, რომელიც ხდება დღეს ჩვენს გარშემო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამბობს, რომ თუ საქართველო მზად არის გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ, ევროკავშირი მზად არის მიგიღოს, დაიხარჯოს, მილიარდები დაგახარჯოს, რომ შენ ეკონომიკურად ფეხზე დადგე და გახდე უსაფრთხო ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.