ჩემთვის ლევანთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული, მე და ლევანს უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს მე ვხედავ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეგვიძლია გამარჯვების პლატფორმის აგება. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან რაციონალური მენეჯმენტი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინტენსიურად ვმუშაობ და ძალიან კომფორტული ზონაა სამუშაოდ, ლევანთანაც, დათოსთანაც, გიორგი ბოტკოველთანაც და ყველასთან, ძალიან მარტივად ვუგებთ ერთმანეთს და როგორც ჩანს, შეიძლება ჩვენც დავღვინდით, წინ წავედით და ვხედავთ ამ სინერგიას და ამ სინერგიას მე ვხედავ დიდ გამარჯვებაში გარდასახვას.

პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ლევანთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული. მე და ლევანს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ასე რომ ძალიან მაგარ სინერგიას ნახავთ, რომელიც დიდ გამარჯვებას მოიტანს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.