მინდა, მადლიერება გამოვხატო „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერის მიმართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წლებია, იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ერთიანობისთვის და ვინც დღეს არ ეგუება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც ახალი პლატფორმის შესახებ განაცხადეს.
„ვინც მხარს უჭერთ ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას და არ აპირებთ, შეეგუოთ საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვებას, ვისაც გწამთ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და დეოკუპაციის გასაღები ევროკავშირსა და ნატო-შია, გავერთიანდეთ საქართველოს გამარჯვების ამ ახალ პლატფორმაში. იქით არიან რუსეთთან შეკრული მოღალატეთა დაჯგუფება ივანიშვილის თაოსნობით, რომელთაც სამშობლოს პირადი კეთილდღეობა და ფუფუნება ამჯობინეს. აქეთ კი, გამარჯვების პლატფორმაზე ვიკრიბებით გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები, ვისაც გვწამს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც სულ მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს კი გარანტირებულ მშვიდობასა და კეთილდღეობას ნიშნავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ძალა და სამშობლოს სიყვარული. ღმერთი ჩვენკენ. საქართველო გაიმარჯვებს! მინდა, მადლობა და მადლიერება გამოვხატო „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერის მიმართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წლებია, იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ერთიანობისთვის და დღეს ვინც არ ეგუება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.