"ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს იმ სპირალში, რომლის შედეგიც არის არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი და იზოლაცია, არამედ ყველაფერი, რაც თითოეულ მოქალაქეს მძიმე ტვირთად აწვება. ამაზე პასუხისმგებელია "ქართული ოცნება" და აწი ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით, მათ რაც არ უნდა გადადგან, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს პოლარიზაციის კრიზისს და ისევ "ქართულ ოცნებას" შემოუბრუნდება უკან," - აცხადებს გიორგი სიორიძე.