მობილიზებული სპეცრაზმის გათვალისწინებით, პრეზიდენტის განცხადება ბლეფია - შეგვიშვან და გვნახონ მართლა თუ წავიდნენ - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი მუმლაძემ ყვარელში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„აქ მობილიზებული პოლიციის და სპეცრაზმის გათვალისწინებით ეს ინფორმაცია არის ბლეფი. მათ უნდათ, რომ აქედან წავიდეთ და მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ რუს ოკუპანტებს, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ხომ ამბობენ, რომ წავიდნენ, მივალთ სამართალდამცველებთან და ვეტყვით, რომ ჩვენ და ჟურნალისტები შეგვიშვან და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი იქ აღარ არიან, ჩვენ აქ აღარ გავჩერდებით. ამით მარტივად გამომჟღავნდება ეს მართალია თუ ტყუილი",- ამბობს მუმლაძე.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან - ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს.