მინდოდა ერთხელ და სამუდამოდ დამესვა წერტილი ამ სპეკულაციებისთვის და კონკრეტულად, საჯაროდ რაც არის გაცხადებული, რამდენიმე დღის წინ სანამ ეს "ვოისი" (ხმა) გავრცელდებოდა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ რაღაცა ჩანაწერი არსებობს, რომელსაც დაფრიალებენ და ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია... ეს რა ნიშნავს? ეს ნიშნავ იმას, რომ ადამიანებმა იცოდნენ ამას რომ აკეთებდნენ, მე რომ არ ვიცოდი რა იყო ამაში და ვინ იყო ჩართული, მე ვითხოვ, ვინც ამ მეთოდებით იბრძოდა, კეთილი ინებონ და დაასახელონ კონკრეტული სახელი და გვარები. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ გადაცემაში "დღის ამბები" განაცხადა.
"თურმე ვიღაცებმა ერთი თვით ადრე იცოდნენ ამ ჩანაწერის ხელიდან ხელში გადაცემის არსებობის შესახებ და არაფერი გააკეთეს მის აღსაკვეთად, რადგან დამალეს, ვითხოვ დასახელდეს ყველა ადამიანი ვინც ავრცელებდა და ასევე დამტკიცდეს ჩანაწერის ნამდვილობა." - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტიკრობა დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.