არ ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო რევოლუცია, თუმცა ვისურვებდი, ეს ყოფილიყოს ვადამდელი არჩევნები და ვადამდელი არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან, ეინულ ფატულაევთან ინტერვიუში განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას: „შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველოში ახალი რევოლუციის დასაწყისია?“.

„მე აგიხსნით პოლიტიკურ კონტექსტს, ამ კანონით მოხდა ლუსტრაცია, რომ ეს მთავრობა პორურსულია და რომ მას არ აქვს შეთანხმების უნარი. შეხედეთ დინამიკას პოლიტიკური პოზიციიდან – იმართება მიტინგები, ხდება მიტინგების დარბევა და უკვე იმის წინ, რომ მიტინგები მიიღებს უფრო ფართო ფორმატს, გამოდის მმართველი პარტია და ამბობს, რომ უკან იწვევს ამ კანონპროექტებს. ხალხი მაინც რჩება ქუჩაში, ისინი ამბობენ – არა, ჩვენ თქვენი არ გვჯერა, თქვენ უკვე ბევრჯერ მოგვატყუეთ. ანუ ის საკითხი, რომ ისინი პრორუსები არიან, უკვე მიღებულია, მაგრამ ამის გარდა, ჩვენ თქვენი არ გვჯერა. ისინი ამბობენ, რომ კვირის განმავლობაში მოხდება გაწვევა, ხალხს კი მაინც არ სჯერა. მაშინ ისინი ამბობენ, რომ ხვალ გააკეთებენ ამას და ხალხი ამბობს, კარგი, ჩვენ ხვალ იქ ვიდგებით, ვიდრე თქვენ ფაქტობრივად არ შეასრულებთ, რასაც დაგვპირდით. ახლა ეს მმართველობის ასპექტში გადაიტანეთ. შესაძლებელია თუ არა პარტიისთვის, პოლიტიკოსებისთვის მართვა, რომლებიც იმდენად არიან ხელით მართულები, რომ დღეიდან ხვალამდე მათი არ სჯერათ, არა თუ ექვსი თვის, ერთი წლის რეჟიმში. არა, მე თქვენ არ გენდობით 24 საათის რეჟიმში. ეს უკვე არის დელიგიტიმიზაციის პიკი. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმიზაცია არჩევნების გზით, პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ლიდერის ლეგიტიმიზაციის სხვა ფორმატი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს, ან იქნება მუდმივი დაძაბულობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუს დროს ისაუბრა დეოლიგარქიზაციის საკითხსა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

„რამდენადაც ვიცი, ის (ივანიშვილი) არ აკეთებს საქართველოში ფულს. არაფერია, რის გამოც მისი გასამართლება შეიძლება. არ აქვს (სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა), რა უნდა აეკრძალოს მას? ამიტომ ვამბობ, ეს აბსურდია. თუ ადამიანს არ აქვს კრიმინალი, რას მივიჩნევთ მის დანაშაულად? რომ მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები მას ურეკავენ და ის ტელეფონს პასუხობს? როგორ უნდა მოხდეს მისი დეოლიგარქიზაცია, თუ არ მოხდება მთავრობიდან იმ ადამიანების განდევნა, ვინც მას ურეკავს? წავართვათ ტელეფონი? ეს კომიკურია. ან ავუკრძალოთ მას ტელეფონით პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებების გამოთქმა, ეს აბსურდია. თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩვენს პარტნიორებს არ ესმით რეალური პოლიტიკა, ისინი დიპლომატები არიან და წერენ „დეოლიგარქიზაცია“. და რაში მდგომარეობს ის? ყველას, ვინც მეტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა აეკრძალოს პოლიტიკაზე საუბარი იმ ადამიანებთან, ვინ მას ეკითხება, მე ვეტყვი, რომ ამის წინააღმდეგ გამოვალ, რადგან ეს არის თითოეული ქართველის კონსტიტუციური უფლება, ტელეფონით და საჯაროდ თქვას პოლიტიკაზე, რაც სურს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, „ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ალბათ არის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება“, – მარგველაშვილი აღნიშნავს: „ბუნებრივია, თუკი თქვენ არ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ურეკავენ ბიძინა ივანიშვილს და ეკითხებიან, როგორ იმოქმედონ, უბრალოდ ნუ აირჩევთ ამ ადამიანებს, აირჩიეთ ადამიანები, რომლებიც მას არ ურეკავენ“.

რაც შეეხება კითხვას, „ანუ, მიგაჩნიათ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დღესდღეობით ბუნდოვანია?“, – მარგველაშვილის თქმით, „მიაჩნია, რომ ვექტორი იქითკენ მიდის, ფორმები კი ჯერ ბუნდოვანია“.