სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 29 სექტემბერს 02:00 საათიდან 16:00 საათამდე, კალოუბნისა და ბრილების ქუჩის მონაკვეთში საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის ერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კალოუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთიდან კალოუბნისა და ელდარის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, ბზითაგორის ქუჩიდან კალოუბნის ქუჩის მიმართულებითაც.

„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები იმოძრავებენ თრიალეთის, შუამთისა და ელდარის ქუჩების გამოყენებით.

აღნიშნულ პერიოდში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ავტობუსები - N356, N366, N371 და მიკროავტობუსები N424, N547, N554 თრიალეთის ქუჩის გზაჯვარედინიდან მოძრაობას გააგრძელებენ შუამთის ქუჩის გზაჯვარედინამდე, რის შემდეგ შუამთისა და ელდარის ქუჩების გავლით დაუბრუნდებიან კალოუბნის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ“, - აცხადებენ მერიაში.