"ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ხსნის „მიზეზებს“, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი დატოვა 2023 წელს." - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
"ოცნებას არ უნდოდა საერთაშორისო შეფასებაში მოხვედრილიყო ელიტური/პოლიტიკური კორუფციისთვის მის მიერ ანთებული მწვანე შუქი და უარი ნამდვილ ანტიკორუფციულ რეფორმებზე.
საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტიკორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა შეფასებაზე ივანიშვილის და მისი პარტიის კორუფციული ინტერესების დასაცავად" - წერს გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის 14 მარტის გამოქვეყნებულ ანგარიშზე.
Recent developments clearly explain „reasons“ @GovernmentGeo left @OECD /ACN in 2023. Green light to elite/political #corruption & refusal of real anti-corruption reforms, which @GeorgianDream41 wanted to be exempt from the 5th round monitoring. #Georgia🇬🇪once a leader in…
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) March 19, 2024