"მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი" ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გადახედვის შესახებ მიცემულ დაპირებასთან დაკავშირებით.