მიშას აქვს გაუსაძლისი ტკივილები ყველაფერი იქით მიდის, რომც გადარჩეს, სიარულს ვეღარ შეძლებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მიშას აქვს გაუსაძლისი ტკივილები. გუშინ მასთან იმყოფებოდა ტკივილის ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ბატონი გაბადაძე, რომელმაც მიშა ბოლოს 3 თვის წინ ნახა. ჰკითხეთ მას რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი.
გუშინდელი მონახულების შემდეგ მიშას მდგომარეობა ბევრად გაუარესებული დახვდა- უკიდურესად არის კუნთები გალეული, არის მწვავე ართროზი და ოსტეოქონდროზი. დაზიანებულია ხერხემალი.
მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა და პროგნოზები ზედმიწევნით ზუსტად არის ასახული სამედიცინო ექსპერტიზის და სახალხო დამცველის დოკუმენტებში. სამწუხაროდ ყველა პროგნოზი მართლდება.
ყველაფერი იქით მიდის, რომც გადარჩეს მიშა, სიარულს ვეღარ შეძლებს“- წერს გიორგი ჩალაძე.