მზადდება პრეზიდენტ სააკაშვილის სია, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე შედეგების მომტანი იქნება - ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„ბევრი ინფორმაცია მოდის იმის შესახებ, თუ რა პანიკაშია „ქართული ოცნება“. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემასთან დაკავშირებით  რაებს არ იგონებენ. იძახიან, შესაძლოა ეს ნაყიდი ჯილდოა, მაგრამ რატომ არ იყიდეს თავისი ბიძინასთვის ერთი ასეთი ჯილდო?  ეს არის ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც “ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ მოუწევს ყველა კითხვაზე  პასუხის გაცემა, ეს იქნება სტრასბურგი თუ სხვა ადგილები.

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მზადდება -  პრეზიდენტ სააკაშვილის სია, რომელიც ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროდ, ამ სიაში არაერთი მოქმედი ადამიანია, რომელიც პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტის წამებასთან“- აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.